ვერონიკა მოვჩანი არის კიევის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი (IER). მისი კვლევითი ინტერესების მთავარი სფეროა სავაჭრო პოლიტიკა, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონალური ინტეგრაცია, არასატარიფო ზომები, სავაჭრო პოლიტიკის საშუალებების რაოდენობრივი განსაზღვრა და პოლიტიკური ცვლილებების მოდელირება, მათ შორის CGE მოდელირება. მისი ბოლო კვლევები მიმართული იყო უკრაინასა და ევროკავშირს შორის DCFTA-ს ჩამოყალიბების რეგიონალურ ინტეგრაციაზე  პოტენციური გავლენის ანალიზზე. კერძოდ ის ხელმძღვანელობდა პროექტებს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური კომპონენტი: ბიზნესი, ოჯახი და სახელმწიფო“ (2014) და „ევროკავშირის-უკრაინის  DCFTA-ს გავლენა ოჯახის სხვადასხვა კატეგორიებზე: CGE მიკრო-მოდელირება“ (2014). ქ-ნ მოვჩაკს გააჩნია კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის დარგში (უკრაინა). IER-ში მუშაობის დაწყებამდე იგი მუშაობდა მსოფლიო ბანკის მუდმივ წარმომადგენლობაში კიევში და ჰარვარდის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტში (უკრაინა). ის იყო სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერ-თანამშრომელი, და DIW-ბერლინის (გერმანია)  შტატგარეშე მკვლევარი.