მაიკლ ემერსონი

ასოცირებული უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

მაიკლ ემერსონი არის ბრიუსელში ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი. საუნივერსიტეტო განათლება: ბელიოლის კოლეჯი, ოქსფორდი. ის გახლავთ ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის დარგში და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოსკოვში (1991-95). ევროკომისიაში ის მუშაობდა ერთიანი ბაზრის საკითხებზე იმ დროს , როცა ჟაკ დელორი ხელს უწყობდა მის განხორციელებას 1980-იანი წლების ბოლოს, გამოაქვეყნა რა „1992 წლის ეკონომიკა - ერთიანი ბაზრის შექმნის ეკონომიკური გავლენის შეფასება ევროკომისიის მიერ“, ოქსფორდი, 1988წ., და ერთიანი ბაზარი, ერთიანი ფული , ოქსფორდი, 1992წ.  CEPS-ში ის მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე, კერძოდ ხელმძღვანელობდა DCFTA-ს წინასწარ კვლევას, „ღრმა თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა ევროკავშირსა და უკრაინას შორის“, CEPS და ICPS (კიევი) 2006წ., რომელიც წარმოდგენილი იყო ერთობლივი ევროპულ-უკრაინული ჯგუფის მიერ (მათ შორის ვალერი პიატნიცკი); და „ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის შეფასება აღმოსავლეთ მეზობლებთან მიმართებაში - საქართველოს მაგალითი“, CEPS 2011.