სტივენ ბლოკმანსი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება "ევროპა მსოფლიოში" ხელმძღვანელი

სტივენ ბლოკმანსი არის ევროპული პოლიტიკური კვლევის ცენტრის (CEPS) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ის ასევე არის ამსტერდამის უნივერსიტეტის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამართლის და მართვის ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით) და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამართლის ცენტრის (CLEER) ერთერთი დამფუძნებელი წევრი. ასერის ინსტიტუტის (ჰააგა) უფროსი მკვლევარის თანამდებობაზე ბლოკმანსი ხელმძღვანელობდა განყოფილებას, სადაც მუშაობდა 20 მკვლევარი, რომლებიც ატარებდნენ აკადემიურ და კონტრაქტის მიხედვით სამეცნიერო კვლევებს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ბლოკმანსი მუშაობდა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მთავრობების მრავალრიცხოვანი კვლევითი და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტების განხორციელებაზე აზიისა და ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. ბლოკმანსი ავტორია გამოცემის “ხისტი სიყვარული: ევრიკავშირის ურთიერთობები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან“ (ასერის პრესა) და (თანა-)რედაქტორია 10-ზე მეტი წიგნის, მათ შორის „ევროკავშირის როლი გლობალურ მართვაში“ (OUP 2013) და „დიფერენცირებული ინტეგრაცია ევროკავშირში: მზერა შიგნიდან“ (CEPS 2014). ის გახლავთ ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი.