ჰრანტ კოსტანიანი არის CEPS-ის „ევროპა მსოფლიოში“ განყოფილების მკვლევარი, ველასიუსის კოლეჯის დამხმარე-პროფესორი და ნატოლინის ევროპული კოლეჯის მთავარი ექსპერტი. მისი კვლევა მიმართულია ევროკავშირის ორგანიზაციებსა და დირექტივებზე, პირველ რიგში, როგორიცაა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური  (EEAS), ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ((ENP) და ევროკავშირის ურთიერთობები აღმოსავლეთ მეზობლებთან და რუსეთთან. ჰრანტ კოსტანიანი ასწავლიდა გადაწყვეტილების მიღებისა და უწყებათაშორისო ურთიერთობების კურსს, ისევე როგორც ევროკავშირის ურთიერთობებს პოსტ-საბჭოთა სივრცესთან „ევროსაბჭოს კვლევების“ პროგრამაში, მას გააჩნია დიდი გამოცდილება კონფერენციების, ლექციებისა და ტრენინგების ჩატარების სახელმწიფო მოხელეებისთვის, დიპლომატებისთვის, აკადემიური წრეებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ბ-ნი კოსტანიანი მუშაობდა მთავარი ექსპერტის რანგში ევროკავშირის რიგ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია რეფორმებთან საჯარო ადმინისტრაციის, კომუნიკაციისა და ENP დარგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და რუსეთთან. იგი ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ მედიასთან, რათა მიაწოდოს ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო ქმედებებთან, გადაწყვეტილების მიღებასთან, სტრატეგიასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ბ-ნ კოსტანიანს გამოქვეყნებული აქვს ევროკავშირის დირექტივებთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ვრცელი მასალა.