კონსორციუმი

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

პროექტს კოორდინირებას გაუწევს  CEPS ბრიუსელში.  CEPS წარმოადგენს ევროპის წამყვან ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც მოიცავს ევროპული პოლიტიკის ფართო დიაპაზონს (ევროკავშირისა და ევროზონის მაკროეკონომიკას, მაკროეკონომიკის მარეგულირებელ პოლიტიკას, ენერგრტიკასა და გარემოს დაცვას, ფინანსურ სამხასურს, კომერციას, იუსტიციას, და საშინაო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას). ამჟამად, CEPS აწარმოებს ფართო ანალიზს ევროპული პოლიტიკის გავლენის სფეროში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.

ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტი (IER)

წარმოადგენს უკრაინის წამყვან ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც ფოკუსირებას ახდენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კვლევებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომერციული, ფინანსური, სოციალური და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონალური განვითარება, ფინანსური ბაზარი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. IER-ს გააჩნია დიდი გამოცდილება უკრაინასა და ევროკავშირს შორის  DCFTA-ს გავლენის მოდელირებისა და ანალიზის სფეროში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.

რეფორმატიკსი

დაარსებული  2012 წელს საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეყნის ბოლო ათწლედის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკურ მიღწევებსა და რეფორმებზე, ამჟამად უწევს კონსულტაციებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობებს. რეფორმატიკსის გუნდი კოორდინაციას უწევდა და აქტიურად იყო ჩართული ასოცირების შეთანხმებისა თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში და აქედან გამომდინარე გააჩნია დეტალური პრაქტიკული გაოცდილება ამ სფეროში.

ექსპერტთა ჯგუფი

წარმოარგენს არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია კიშინიოვში და ორიენტირებულია ეკონომიკურ და პოლიტიკურ კვლევაზე. მისი მთავარი საქმიანობაა ეკონომიკური ანალიზი, პროგნოზი და პოლიტიკური კვლევა. კვლევის მთავარი სფეროები მოიცავს მაკროეკონომიკურ ანალიზს და პროგნოზს, საგარეო ვაჭრობას, ევროპული ინტეგრაციის ეკონომიკას, და სექტორების ეკონომიკურ ანალიზს.  Expert-Grup-მა განახორციელა 60 მეტი კვლევითი და იურიდიული პროექტები ეკონომიკური კვლევისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.