ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონები   (DCFTA) უკრაინასთანმოლდავეთსა და საქართველოსთან

„ასოცირების ხელშეკრულების გააზრება (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა (DCFTA) ევროკავშირსა და უკრაინას, საქართველოსა და მოლდავეთს შორის“ (სამი DCFTA) არის სამწლიანიპროექტი, რომელიც ფინანსდება შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.პროექტს უძღვება ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი   (CEPS) და ხორციელდება ეკონომიკური კვლევისადა პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის (IER) მიერ კიევში, ექსპერტთა ჯგუფის (Expert-Group) მიერ კიშინიოვშიდა რეფორმატიკსის (Reformatics) მიერ თბილისში.

AA/DCFTA ტექსტები - წასაკითხად და გასაგებად საკმაოდ რთული და ვრცელი იურიდიული დოკუმენტებია.ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული მოკლე საინფორმაციო დოკუმენტაცია წარმოადგენს საზოგადოებასთანურთიერთობის მარტივ მასალას. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იურიდიული და ეკონომიკურიტერმინოლოგიით აღწერილი მრავალრიცხოვანი ვალდებულებები, დანაწილებულია სხვადასხვადეპარტამენტებს შორის, მათ შორის არიან ევროკომისია, პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები,იურისტები, ეკონომისტები და მრეწველიბის დარგის სპეციალისტები. ზემოაღნიშნული ვითარებააარადამაკმაყოფილებელია და აფერხებს გონივრული პოლიტიკური პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას დამოქმედებას. ის ასევე ხელს უწყობს პოტენციურად საზიანო ილუზიებისა და პოპულისტური არგუმენტებისწარმოქმნას. „სამი DCFTA“ პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ხელშეკრულების უკეთ გააზრებას და მისგანხორციელებას.