ავანგარდი, ევროკავშირის ბირთვი და ფართო ევროპა

ავანგარდი (Avant-garde), ევროკავშირის ბირთვი (Core EU) და ფართო ევროპა (Wider Europe)

ავანგარდი და ევროკავშირის ბირთვი ჩვეული ტერმინებია ევროპულ დისკუსიებში, რომლებიც ევროკავშირის მომავალს ეხება.

ამ ეტაპზე პროცესები დინამიურად ვითარდება, რომელსაც ევროზე, შენგენსა და თავდაცვაზე პასუხისმგებელი ავანგარდული ჯგუფები უდგანან სათავეში,  ევროკავშირის ბირთვის კომპეტენციების ზრდის პარალელურად. ამ პროცესების ძირითადი იდეა არის მესამე განზომილების - ფართო ევროპის - დამატება. აღნიშნული ეხება ევროკავშირის ყველა არაწევრ ქვეყანას, რომლებიც ინტეგრირებულნი არიან ან სურვილი აქვთ ღრმად ინტეგრირდნენ ევროკავშირის ეკონომიკაში და იდენტიფიცირებულ იქნენ ევროპულ ღირებულებებთან და კულტურასთან. ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვიან (ბალკანეთის ქვეყნები და რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა) და ასევე, ის ქვეყნებიც, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დარჩენას ამჯობინებენ (განსაკუთრებით ევროპის ეკონომიკური სივრცის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EEA/EFTA) წევრი ქვეყნები). მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებთან მიმართებით გაფართოების პროცესში პროგრესი არ შეინიშნება, დინამიურად ვითარდება პროცესები ფართო ევროპასთან (Wider Europe) დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი მოიცავს ევროკავშირის პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, რომელთაგან ბევრი ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ნაწილია და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს იძლევიან. ეს ინსტრუმენტები მეტ-ნაკლებად ინერგება (ჰარმონიზებული ან დაახლოებულია) ფართო ევროპულ ოჯახში, რაც ქმნის ინტეგრირებულ ეკონომიკურ სივრცეს, აერთიანებს რა ევროკავშირს და ფართო ევროპას.

წინამდებარე ნაშრომში გამოთქმულია ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სამი ღერძის - ავანგარდი, ევროპის ბირთვი და ფართო ევროპა რეალური ან პოტენციურ სისტემურ დინამიკაში შესაძლოა ჰოლისტურად გაერთიანდეს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციად (მაგალითად შემდგომი ევროპის კომისიის პირობებში), რასაც რამდენიმე უპირატესობა ექნება: ევროკავშირის თაოსნობით ევროპა ერთობლივად იმოქმედებს რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევების პირისპირ, მაშინ, როდესაც ავანგარდმა შესაძლოა ნაკლები ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებებს, რომლებიც ამ ეტაპზე ევროპის ბირთვის გაფართოებას უშლის ხელს. მთელი პროცესი იქნება ერთიანი და გახსნილი - ევროკავშირის ბირთვის მონაწილეებისთვის, გადაინაცვლონ ავანგარდში, ხოლო ფართო ევროპის მონაწილეებისთვის - გადაინაცვლონ ევროპის ბირთვში, როდესაც კვალიფიცირებულნი იქნებიან ამისთვის.   

Download publication