ბრძოლა კარგი მმართველობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

მაიკლ ემერსონი, ვერონიკა მოვჩანი, დენის ჩენუსა, თამარ კოვზირიძე
ბრძოლა კარგი მმართველობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

ეს კრებული საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ უფრო ფართო პროექტის ნაწილია. ეს შეთანხმებები წარმოადგენს ევროკავშირის ამბიციური სტრატეგიის ქვაკუთხედს, განამტკიცოს ამ სამი ქვეყნის „ევროპული არჩევანი“, როგორც თავად უწოდებენ. შეთანხმებები მასშტაბურია მოქმედების სფეროს და შინაარსის თვალსაზრისით და თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს. საკითხების ეს ფართო არეალი სისტემატურადაა გაანალიზებული სამ სახელმძღვანელოში, რომლებიც უკვე მეორედ გამოიცა.

ეს კრებული, ერთად მიმოიხილავს რა სამივე შემთხვევას, შედარებითი მიდგომის გამოყენებით უფრო ღრმად განიხილავს ძირითად პოლიტიკურ ასპექტებს. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, მოგვეცვა კარგი მმართველობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორები და დაბრკოლებები, მათ შორის, კონსტიტუციური ასპექტები და პროცესისთვის არსებული ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ოლიგარქები, მოდებული კორუფცია და უნიკალური გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც სამი სახელმწიფო ევროკავშირსა და რუსეთს შორის აღმოჩნდა.

ისევე, როგორც სამი „სახელმძღვანელო“, ეს კრებულიც შემუშავებულია მკვლევართა გუნდის მიერ ოთხი დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრიდან: ევროპული პოლიტიკური მეცნიერებების ცენტრი (CEPS) ბრიუსელში, “Reformatics” თბილისში, “Expert-Grup” კიშინიოვში და ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკური კონსულტაციის ინსტიტუტი კიევში.

მართალია, სახელმძღვანელოს შინაარსის დიდი ნაწილი საკმაოდ მშრალია, ვიმედოვნებთ, რომ მკითხველი დააფასებს იმ სიმსუბუქეს, რასაც წიგნს კონსტანტინ სანერბერგის ილუსტრაციები სძენს. ეს ნახატები ამშვენებს ყოველი თავის პირველ გვერდს.

მადლიერება უნდა გამოვხატოთ ევროპული პოლიტიკური მეცნიერებების ცენტრის რედაქტორთა გუნდის – ანა ჰარინგტონის, ჯეკი ვესტის,  ელს ვან დენ ბრუკის, მარგარიტა მინკოვასა და ჰიუ ბარტონ-სმიტის მიმართ, მათ მიერ გაწეული მძიმე შრომისათვის.

ბოლოს, ავტორები მადლობას უხდიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) პროექტის მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის; განსაკუთრებით, მირია პიეტერსონს და მარია ლიუმანს დასაწყისში და სანა ლეინოს ბოლოსკენ.

ყველა აქ გაკეთებული დასკვნა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ავტორთა პოზიციას გამოხატავს.

 

მაიკლ ემერსონი, დენის ჩენუშა,

თამარ კოვზირიძე და ვერონიკა მოვჩანი