საქართველო და ევროკავშირი: მოკლე გზამკვლევი

მაიკლ ემერსონი, თამარ კოვზირიძე
საქართველო და ევროკავშირი: მოკლე გზამკვლევი

წინამდებარე გზამკვლევი წარმოადგენს შემოკლებულ ვერსიას ვრცელი კვლევისა, რომლის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მარტივად ახსნა. ვრცელი ვერსია სახელ­წოდებით-ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმა­ვება. რა, რატომ და როგორ? - მომზადებულია ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (CEPS, ბრიუსელი) და რეფორმატიქსის (თბილისი) მკვლევარების და კონსულტანტების ორი გუნდის მიერ (ჩამოთვლილია ბროშურის ბოლო გვერდზე).

CEPS-ი დაფუძნებულია 1983 წელს ბრიუსელში და ევროპის საკითხებზე წამ­ყვან ანალიტიკურ­-კვლევით ცენტრად ითვლება. ორგანიზაციას გააჩნია მკვლე­ვართა ძლიერი ჯგუფი და პარტნიორი ინსტიტუტების ფართო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. რეფორმატიქსი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რო­მელიც მდებარეობს თბილისში. კომპანია დაფუძნებულია საქართველოს ყო­ფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ, რომლებმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკური რეფორმების შემუშავებასა და მათ წარმატებით განხორციელებაში.

მაიკლ ემერსონი CEPS-ის ასოცირებული უფროსი მეცნიერ­-თანამშრომელია. თამარ კოვზირიძე - რეფორმატიქსის პარტნიორი და დირექტორი.

წინამდებარე გზამკვლევში გამოთქმული მოსაზრებები მთლიანად მისი ავ­ტორების აზრს გამოხატავს და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც CEPS-ის, რე­ფორმატიქსის ან სხვა რომელიმე ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებთანაც ავტორები არიან ასოცირებულნი, ან როგორც ევროკავშირის მოსაზრებები.

ავტორები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ შვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოსადმი (Sida) ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.

ქართული თარგმანის რედაქტორები: თამარ კოვზირიძე, ლალი ღოღობე­რიძე, ვახტანგ ლეჟავა.

 

 

 

3dcftas Twitter