ფოკუს-ჯგუფი No 3 – სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS)

მაიკლ ემერსონი, ვერონიკა მოვჩანი, ვადიმ გუმენე, ლალი ღოღობერიძე
ფოკუს-ჯგუფი No 3 – სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS)

2019 წლის მარტში ჩვენ დავიწყეთ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ყოველთვიურად, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების ძირითად ასპექტებზე. ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული მხარეები (მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.) იმართება სამივე ქვეყნის დედაქალაქებში. შეხვედრებისას გამოყენებულია სტანდარტული კითხვარი. ფოკუს-ჯგუფებს ორგანიზებას და მოდერაციას უწევენ ჩვენი პარტნიორები: IER - კიევში, Expert-Group კიშინეუში და Reformatics თბილისში.

ფოკუს-ჯგუფების ძირითადი მიზანი არის მოსაზრებების გაზიარება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეკომენდაციები სამივე ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის და ასევე, ევროპული ინსტიტუციებისთვის.

გამომდინარე იქედან, რომ მონაწილეთა მოსაზრებები კონფიდენციალურია, ქვეყნდება ერთიანი ანგარიშები, სადაც მოცემულია დასკვნების სინთეზი.

მე-3 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა თემაზე სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS), რაც წარმოადგენს სურსათის და სოფლის მეურნეობის სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებული  თემის ოფიციალურ დასახელებას. ევროკავშირის დონეზე ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა მრავალი - 300-ზე მეტი ტექნიკური რეგლამენტისა და რეგულაციისგან შედგება, რომლებთან დაახლოების ვალდებულება დაახლოების განრიგის მიხედვით, რაც რამდენიმე წელს მოიცავს, სამივე ქვეყანამ აიღო  ასოცირების შეთანხმებებისა და DCFTA-ის ფარგლებში.  

ფოკუს-ჯგუფების მე-3 რაუნდი ჩატარდა 2019 წლის მაისში და მათში მონაწილეობა მიიღო საშუალოდ 13-21 მონაწილემ, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და სააგენტოებს, სასოფლო-სამეურნეო ფერმებს, სურსათის მწარმოებელ საწარმოებს და სავაჭრო ასოციაციებს.

მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნათ სტანდარტული კითხვარი მოწვევასთან ერთად და უმრავლეს შემთხვევაში მიღებულ იქნა წერილობითი პასუხები.