საქართველო: მოულოდნელი მოსალოდნელი კრიზისი

გია ნოდიას
საქართველო: მოულოდნელი მოსალოდნელი კრიზისი

ოპ-ედი No 20/2019

2019 წლის ივნისის საღამოს, მე, ორ სხვა ექსპერთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი თოქ-შოუში საქართველოს ერთ-ერთ ტელეახრზე. ჩვენ, იმ მომენტში, ყველა შევთანხმდით, რომ  ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის, იდუმალი პლუტოკრატის ხელმძღვანელობით, ელოდებოდა ყველაფერს, მაგრამ არა იმას, რომ ვერ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას და ჰქონდა შემდგომი, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოგების კარგი შანსები. დიახ, იგი კარგავდა პოპულარობას არაეფექტურობის და ავტოკრატიული მმართველობის გამო. მიუხედავად ამისა, ის სარგებლობდა იმით, რომ აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა დონეს და ასევე, ოპოზიციის სისუსტით. 2019 წლის ნოემბერში, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარების მიზნით ადგილი ჰქონდა ხმების ყიდვას და ამომრჩეველთა დაშინებას. რამ შეიძლება შეაჩეროს ის, რომ არ იქნას გამოყენებული იგივე მეთოდები?