ფოკუს-ჯგუფი F No 1 – DCFTA სავაჭრო პოლიტიკის საკითხები

ვერონიკა მოვჩანი, Vadim Gumene, Lali Gogoberidze
ფოკუს-ჯგუფი F No 1 – DCFTA სავაჭრო პოლიტიკის საკითხები

 

ახალი, ფოკუს-ჯგუფების პროექტი აფასებს ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების განხორციელებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

 

2019 წლის მარტში ჩვენ დავიწყეთ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ყოველთვიურად, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებებისის და DCFTA-ების ძირითად ასპექტებზე. ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული მხარეები (მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.) იმართება სამივე ქვეყნის დედაქალაქებში. შეხვედრებისას გამოყენებულია სტანდარტული კითხვარი. ფოკუს-ჯგუფებს ორგანიზებას გაუწევენ ჩვენი პარტნიორები: IER - კიევში, Expert-Group კიშინეუში და Reformatics თბილისში.
ფოკუს-ჯგუფების ძირითადი მიზანი არის მოსაზრებების გაზიარება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეკომენდაციები სამივე ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის და ასევე, ევროპული ინსტიტუციებისთვის.

გამომდინარე იქედან, რომ მონაწილეთა მოსაზრებები კონფიდენციალურია, გამოქვეყდება ერთიანი ანგარიშები, სადაც მოცემული იქნება დასკვნების სინთეზი. 

დაგეგმილია შვიდი ფოკუს-ჯგუფის ჩატარება DCFTA-ის ძირითად თავებზე, დაახლოებით ერთ-თვიანი შუალედებით:

1. სავაჭრო პოლიტიკის საკითხები
2. სამრეწველო საქონლის ტექნიკური სტანდარტები - ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)
3. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები - სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები (SPS)
4. საბაჟო საკითხები
5. ფინანსური სერვისები
6. ენერგეტიკა
7. გარემო

შეგიძლიათ იხილოთ პირველი ასეთი ანგარიში.