ონლაინ ვებინარს: აღმოსავლეთ ევროპა - დემოკრატიასა და კონფლიქტს შორის

6 ნოემბერს, “3 DCFTAs”პროექტი, აღმოსავლეთპარტნიორობისსამოქალაქოსაზოგადოებისფორუმთანდა ბრიუსელში უკრაინის ანალიტიკური ცენტრების სამეკავშირეო ოფისთან (UTTLOB)თანამშრომლობით დაInternational Renaissance Foundation-ის მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს ონლაინ ვებინარს აღმოსავლეთ ევროპა - დემოკრატიასა და კონფლიქტს შორის.“

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა- ერთდროულად აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი გარდატეხების პერიოდში. ყველაზე დრამატული და ტრაგიკული კი აზერბაიჯანს და სომხეთს შორის განახლებული ომია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. ბელორუსში  დაწყებული დემოკრატიული პროცესების შედეგი ორი თვის შემდგომაც არ დამდგარა. ეროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სამივე ქვეყანა - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - ვებინარის წინა დღეებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, რაც გამოავლენს ამ ქვეყნების სტრატეგიულ ორიენტაციებს.

 

სწორედ ამიტომ, ამ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მიმოხილვის მიზნით, ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტებიექვსივექვეყნიდან.

სპიკერები:  

●      ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკური კვლევის და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტი, უკრაინა

●      დენის ჩენუსა, Expert-Grup, მოლდოვა

●      გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

●      ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაცია, სომხეთი

●      შაჰლა ისმაილი, ქალთა რაციონალური განვითარების ასოციაცია, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, მმართველი კომიტეტი

●      ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, ბელარუსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

 

 

მოდერაცია:

●      სტივენ ბლოკმანსი, კვლევების დირექტორი (ad interim), CEPS, ბელგია

●      მისასალმებელი სიტყვა -ოლენა კარბო, უკრაინის ანალიტიკური ცენტრების სამეკავშირეო ოფისი ბრიუსელში, ბელგია

 

თარიღი: 6 ნოემბერი, 2020 წელი

დრო: 11:30-13:00 CET

პლატფორმა: ZOOM

 

რეგისტრაცია

 

ღონისძიება საჯაროა და მასზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 5 ნოემბრამდე. 

ღონისძიების დამსწრეთა რაოდენონობა შეზღუდულია, თუმცა მისი პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ “3 DCFTAs” პროექტის Facebook გვერდზე და and UTTLOB-ზე.

 

ვებინარისინსტრუქცია:

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (11:25 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისთვის შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ Q&A მიმოწერაში.

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძიებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან. 

ღონისძიებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.