ეს პროექტი თავდაპირველად 2015 წლის აპრილში დაიწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida), მხარდაჭერით და 2018 წლის დეკემბრამდე გაგრძელდა, ხოლო ახლა, სამი წლის ვადით, 2019 წლიდან 2021 წლამდე გაგრძელდა.
პროექტის თავდაპირველი მიზანი იყო, უფრო მეტად ნათელი გაეხადა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებული სამი ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. ხელშეკრულებები ვრცელი ტექნიკურ-სამართლებრივი დოკუმენტებია, რომელთა „როგორც წიგნის“ წაკითხვა რთულია. ამავე დროს, ეს ხელშეკრულებები (ლაკონურად ხშირად მოხსენიებული, როგორც „AA/DCFTA“) ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც შინაარსობრივად, ასევე ევროკავშირთან სამივე ქვეყნის ინტეგრაციის მექანიზმების თვალსაზრისით.
ამგვარად, პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ე.წ. ნიშური პუბლიკაცია - ყოვლისმომცველი, მაგრამ კომპაქტური სახელმძღვანელო თითოეულ ქვეყნის მაგალითზე, სათაურით „ევროკავშირსა და საქართველოს/მოლდოვას/უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავება - რა, რატომ და როგორ?“. სახელმძღვანელოები გამოქვეყნებულია ინგლისურ და ასევე, სამივე ქვეყნის ენებზე, რომლებშიც იოლად გასაგებად და მარტივი ტერმინოლოგიით არის ახსნილი, თუ რა სამართლებრივი ვალდებულებები აქვთ ქვეყნებს, აღწერილია ხელშეკრულებების განხორციელებიდან გამომდინარე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები.
ამი სახელმძღვანელოს პირველი გამოცემები 2016 წელს გამოქვეყნდა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმძღვანელოებს ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის ურთიერთობების „ბიბლია“-დაც კი მოიხსენიებენ, მეორე გამოცემა 2018 წელს გამოქვეყნდა. მეორე გამოცემა აფასებს, თუ როგორ ხორციელდება ხელშეკრულებები რეალურად. სახელმძღვანელოები თავისუფლად ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდზე, საიდანაც მათი გადმოწერების რაოდენობა 50 000-ს აღემატება. ხელშეკრულებების განხორციელების გაცილებით ფართო შეფასება გათვალისწინებულია 2021 წლისთვის დაგეგმილი გამოცემისთვის.
გარდა ამისა, პროექტი იკვლევს შერჩეულ "მწვავე თემებს", კერძოდ კი, ხელშეკრულების იმ საკითხებს, რომლებიც პრიორიტეტულია სამივე ქვეყნისთვის. ამ კვლევების პირველი გამოცემა, სათაურით „ბრძოლა კარგი მმართველობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში", 2018 წელს გამოქვეყნდა და იგი თავისუფლად ხელმისაწვდომია, ამავე ვებ-გვერდზე.
იქედან გამომდინარე, რომ მუშაობა 2019 წლიდან გრძელდება, იზრდება ყურადღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს AA/DCFTA სისტემა სამი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად.
პროექტს ხელმძღვანელობს:
პარტნიორობით:
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის მთავრობასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და Sida-სთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გათვალისწინებულია სამი სხვადასხვა ქვეყნისთვის, ხელშეკრულებების შინაარსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ხშირად იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო პროგრამა იქნება ერთიანი, სამი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.