ონლაინ ვებინარს: COVID-19-ის პანდემიის პოლიტიკური შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობაში COVID-19-ის მეორე ტალღის დაწყების ფონზე, რამაც გაამწვავა არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, ამ ქვეყნების მთავრობები ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. პანდემიის და მისი ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ მთვრობების  მიერ  გატარებული ქმედებების ეფექტურობამ შესაძლოა ახლო მომავალში განაპირობოს არცთუ აუცილებლად დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმების ტრაექტორიების  ფორმირება რეგიონში.    

1 ივლისს, “3 DCFTAs”-ისპროექტი, აღმოსავლეთპარტნიორობისსამოქალაქოსაზოგადოებისფორუმთან და ბრიუსელში უკრაინის ანალიტიკური ცენტრების სამეკავშირეო ოფისთან (UTTLOB)თანამშრომლობით და International Renaissance Foundation-ის მხარდაჭერით ორგანიზებას უწევს ონლაინ ვებინარს - „COVID-19-ის პანდემიის  პოლიტიკური შედეგებიაღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.“

ექსპერტები ევროკავშირის ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნიდან შეაფასებენ მოვლენების განვითარებას რეგიონში COVID-19-თან მიმართებით და ასევე მის გავლენას პოლიტიკურ გარემოზე თითოეული ქვეყნის, მათ შორის იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც არჩევნები ახლოვდება.

კონკრეტულად კი, განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

●      საგანგებო მდგომარეობა & პრობლემები სამოქალაქო თავისუფლებებში

●      მავრობების მიერ პანდემიის მართვა

●      გავლენა პოლიტიკურ პარტიებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე

●      მთავრობების და მოქალაქეების საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია

 

დღის წესრიგი

მოდერატორები:

●      მაიკლ ემერსონი,CEPS, ბელგია

●      ოლენა კარბო, უკრაინის ანალიტიკური ცენტრების სამეკავშირეო ოფისი ბრიუსელში, ბელგია

 

სპიკერები & პანელისტები:

●      თამარ კოვზირიძე,რეფორმატიკსი, საქართველო

●      ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაცია, სომხეთი

●      შაჰლა ისმაილი, ქალთა რაციონალური განვითარების ასოციაცია, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი

●      დენის ჩენუსა, Expert-Grup, მოლდოვა

●      ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკური კვლევის და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტი, უკრაინა

●      ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, ბელარუსი

●      ნატალია იერაშევიჩი,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (CSF) სამდივნოს დირექტორი, ბელგია

 

თარიღი: 1 ივლისი, 2020 წელი

დრო: 14:00-15:30 CET

პლატფორმა: ZOOM

ამ ინიციატივის მუშაობის შესახებ გამოქვეყნებული ბიულეტენები შეგიძლიათ ნახოთ აქ: www.3dcftas.eu.

 

რეგისტრაცია

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 30 ივნისამდე. 

 

ვებინარის ინსტრუქციები:

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (13:55 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისადმი კითხვები უნდა დაისვას Q&A ჩატში.

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან.  

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ასევე 3 DCFTAs-ის პროექტის Facebook გვერდზე და  UTTLOB-ზე.

ღონისძებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.

 

 

“3 DCFTAs” პროექტი დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ




     ღონისძიება ორგანიზებულია International Renaissance Foundation-ის მიერ