ვებინარი COVID-19 აღმოსავლეთ ევროპაში: " სასწრაფო შეტყობინება დასავლეთიდან აღმოსავლეთ ევროპისთვის: მოემზადეთ ომიკრონის ცუნამისთვის “

ევროკავშირში Omicron-ის ახალი შტამი ინფექციების ფეთქებად ახალ ტალღას იწვევს, რის გამოც ბევრი ქვეყანა უფრო მკაცრ შემზღუდავ ზომებს იღებს. ვირუსის ახალი ტალღა ჯერ არც ისე შესამჩნევია აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ სავარაუდოა, რომ მან რამდენიმე კვირაში იფეთქოს იგივე ან უფრო მეტი სიმძლავრით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით.

 

ამრიგად, 26 იანვარს, „3 DCFTAs“ პროექტისფარგლებში, CEPS აღმოსავლეთპარტნიორობისსამოქალაქოსაზოგადოებისფორუმთანთანამშრომლობითაწყობს ონლაინვებინარს- COVID-19 აღმოსავლეთევროპაში: სასწრაფო შეტყობინებადასავლეთიდანაღმოსავლეთევროპისთვის: მოემზადეთომიკრონისცუნამისთვის

 

ვებინარზე განიხილება არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რეგიონისთვის ვაქცინის მარაგების ადეკვატურობა და მთავრობების მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომები. განიხილება ასევე პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე და პროგრესი ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით, პანდემიის გავლენა რეგიონის პოლიტიკურ რეჟიმებზე. ღონისძიება ღიაა კითხვა-პასუხის სესიაზე დამსწრეთა მონაწილეობისთვის.

 


სპიკერები:

  • მარტინ მიულეკი, ჯგუფის ლიდერი, DG NEAR Covid-19 რეაგირების პროექტის გუნდი, ევროკომისია
  • რიჩარდ იანგსი, კარნეგი ევროპა, ბრიუსელი
  • ელენე ფანჩულიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, თბილისი
  • ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკის კვლევისა და პოლიტიკური კონსულტაციის ინსტიტუტი, კიევი  
  • დენის ჩენუსა, Expert-Grup, ჩისინაუ
  • თამარა კოვზირიძე, რეფორმატიკსი, თბილისი
  • ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია, ერევანი
  • შაჰლა ისმაილი, ქალთა ასოციაცია რაციონალური განვითარებისთვის, ბაქო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი საბჭო
  • ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, მინსკი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი საბჭო
    • ანდრეი მაკარევიჩი, ტარტუს უნივერსიტეტი

 

მოდერატორი:

  • მაიკლ ემერსონი, ასოცირებული უფროსი მკვლევარი,CEPS

 

თარიღი: 26 იანვარი, 2022

დრო: 10:00-11:30 CET

პლატფორმა: ZOOM

 

რეგისტრაცია

 

ღონისძიება ღიაა მონაწილეობის მსურველთათვის.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2022 წლის 25 იანვრამდე

ონლაინ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ “3 DCFTAs” პროექტის და EaP CSF Facebook გვერდებზე.

 

ვებინარისინსტრუქციები:

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (9:55 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისთვის კითხვების მიწოდება შესაძლებელი იქნება Q&A მიმოწერაში.

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან. 

ღონისძიებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.