2019 წლის მარტში ჩვენ დავიწყეთ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ყოველთვიურად, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების ძირითად ასპექტებზე. ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული მხარეები (მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.) იმართება სამივე ქვეყნის დედაქალაქებში. შეხვედრებისას გამოყენებულია სტანდარტული კითხვარი. ფოკუს-ჯგუფებს ორგანიზებას და მოდერაციას უწევენ ჩვენი პარტნიორები: IER - კიევში, Expert-Group კიშინეუში და Reformatics თბილისში.
ფოკუს-ჯგუფების ძირითადი მიზანია მოსაზრებების გაზიარება ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეკომენდაციები სამივე ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის და ასევე, ევროპული ინსტიტუციებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ მონაწილეთა მოსაზრებები კონფიდენციალურია, ქვეყნდება ერთიანი ანგარიშები, სადაც მოცემულია დასკვნების სინთეზი.
მე-6 ფოკუს-ჯგუფი გრემოსდაცვითი პოლიტიკის თემატიკაზე ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და განხილულ იქნა შვიდი ძირითადი კითხვა, რომლებიც წინასწარ გადაეგზავნათ მონაწილეებს. კითხვებზე ზეპირი და წერილობითი პასუხების შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ.
ფოკუს-ჯგუფებს სამივე ქვეყანაში დაეწრო 11-18 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფო უწყებებს, მარეგულირებელ ორგანოებს, ბიზნეს სექტორს, რომელთაც ეხება, ან მომავალში შეეხება ახალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს.