გიომ ვან დერ ლოო არის გენტის ევროპული სამართლის ინსტიტუტის (GELI) ევროკავშირის სამართლის ფაკულტეტის მკვლევარი, რომელიც შეისწავლის ევროკავშირის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოს. ის არის ევროკავშირის შედარებითი სამართლის მაგისტრი და ევროკავშირის სამართლის მეცნიერებათა დოქტორი. იგი ასევე იყო საერთაშორისო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (კიევი) შტატგარეშე თანამშრომელი 2012 წლის თებერვალ-მარტში. მისი სადოქტორო დისერტაციის კვლევის საგანი იყო მოლდავეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან ხელმოწერილი AA/DCFTA-ს სამართლებრივი ანალიზი. მან გამოსცა რამოდენიმე პუბლიკაცია DCFTA-ის შესახებ (მაგ. გ. ვან დერ ლოო და სხ. „ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულება: ინოვაციური სამართლებრივი ინსტრუმენტის შეფასება“, ევროპული უნივერსიტეტის სამუშაო მასალები, 2014/09). ის ასევე იყო რამოდენიმე სასწავლო პროექტის კონსულტანტი DCFTA-ს განხორციელების მიზნით უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის საჯარო სამსახურის სფეროში (მაგ. ENP რეგიონალური პროექტი, სასწავლო პროგრამის მოდული 10: იურიდიული აპროქსიმაცია, ევროპის კოლეჯი, 2013 წლის ოქტომბერი).
პუბლიკაციები: