თინათინ ახვლედიანი

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS)

მკვლევარი

თინათინ ახვლედიანი არის მკვლევარი  ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დანაყოფში. თინათინის კვლევითი არეა ფარავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ვაჭრობას.  CEPS-ში მისი კვლევა უშუალოდ უკავშირდება აღმოსავლეთ პარტნიორობას და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან. გარდა  CEPS-ისა თინათინი ატარებს სამაგისტრო სალექციო კურსს ვარშავის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვაჭრობის თემაზე.

თინათინი არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (ვარშავის უნივერსიტეტი), საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრი (ვარშავის უნივერსიტეტი), ევროპის ეკონომიკათმცოდნეობის მაგისტრი (ევროპის კოლეჯი) და ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). CEPS-ში  მუშაობის დაწყებამდე თინათინი იყო მკვლევარი გუგლისა და ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად დაარსებულ ციფრული ეკონომიკის ლაბორატორიაში, ასევე მუშაობდა ევროპის კოლეჯში ასისტენტად. 2017 წლიდან, თინათინი ხელმძღვანელობს სამწლიან კვლევით გრანტს თემაზე ციფრული ტექნოლოგიები და ვაჭრობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კვლევა პოლონეთის ეროვნული მეცნიერების ცენტრის მიერაა დაფინანსებული და კვლევის ფარგლებში თინათინმა განახორციელა რამდენიმე კვლევითი ვიზიტი ინდიანას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები), ვენის საერთაშორისო ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტში (ავსტრია) და შანხაის უნივერსიტეტში (ჩინეთი). თინათინის კვლევის შედეგების პრეზენტაცია შედგა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე როგორც ევროპაში, ასევე კანადაში, ამერიკის  შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ავსტრალიაში.

თინათინი დასახელებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულთა შორის. საზღვარგარეთ განხორციელებული კვლევისა და აკადემიური საქმიანობის თემაზე რამდენჯერმა შედგა თინათინის ინტერვიუები ქართულ ტელეარხებსა და ახალ ამბებში. აკადემიური მიღწევების საფუძველზე თინათინი ფლობს ოქროს მედალს საქართველოს პრეზიდენტისგან და ღირსების სიგელს დიასპორული აქტივობებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ.