ჩვენ მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ესსეების ახალგაზრდული კონკურსის მეოთხე რაუნდისგამარჯვებულები. კონკურსი ჩატარდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იყვნენ ახალგაზრდები (30 წლამდე) საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებს უნდა წარედგინათ 3,000-მდე სიტყის შემცველი ესსე ინგლისურ ენაზე, მათ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებულ, ნებისმიერ რელევანტურ თემაზე.
წლევანდელი კონკურსი, ამ დრომდე ჩატარებულ კონკურსებს შორის იყო ყველაზე მასშტაბური და ასევე, საუკეთესო. მასში 64-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ პროექტში და რეალური სირთულე შეუქმნეს ჟიურის არჩევანის გაკეთებაში.
მეოთხე რაუნდის ოთხი პრიზი, 500 ევროს ოდენობით გადაეცა შემდეგ კონკურსანტებს:
გარდა ამისა, დაჯილდოვდა სამი ესსე:
ჩვენ ვულოცავთ ჩვენს შვიდ ავტორს!
ჟიურის თავმჯდომარის მიმართვა:
ეს მხოლოდ ჟიურისთავმჯდომარისმოკლეპირადიმიმართვაა, რომელმაცშეაფასაყველა, 64 (!) ესსე. ჟიური შედგებოდა ოთხი წევრისგან - საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და ევროკავშირის თითო წარმომადგენლისგან.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ყოველი მათგანის წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო. ყოველი ჩვენგანისთვის, ვინც მონაწილეობას იღებს ოფიციალურ პროცესებში, ისეთებში, როგორიცაა კანონმდებლობის „დაახლოება“, თქვენი იდეები არის გამაცოცხლებელიდა მასტიმულირებელი.
ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაღალი ხარისხის ნაშრომები რაოდენობამ, რაც რამდენიმე ტიპად შეიძლება დაიყოს: წერის ხარისხი იმ ენაზე, რომელიც არ არის თქვენი მშობლიური ენა; ბევრ ნაშრომში პერსონალური მოტივაციების წამოწევა, რამაც ანალიტიკური შინაარსის გარდა, ადამიანური შეგრძნებებითაც გაამდიდრა ესსეები; კარგი პოლიტიკური/სოციალური აღქმა იმისა, თუ რას ნიშნავს და რას არა კავშირები ევროკავშირთან; და ბოლოს, ოპტიმიზმის სხივი, ან განსაზღვრა იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად მიომდევნო წლებში.
ჩვენი მეთოდის შესაბამისად, უფრო დეტალური განხილვის მიზნით, პირველ ეტაპზე ესსეების რაოდენობა 64-დან 20-მდე შემცირდა. შემდგომ, პრობლემა იყო ამოგვერჩია რამდენიმე საუკეთესო, მაშინ, როდესაც ესსეების ხარისხი იყო მაღალი.
ჩვენთვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა ავტორების სამართლიანი შეფასება, რომელთა ასაკი და აკადემიური და პროფესიული გამოცდილება მერყეობდა 13 წლის ასაკის მოსწავლიდან 29 წლის გამოცდილ, პოსტ-დოქტორანტ ახალგაზრდა პროფესიონალამდე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეთვალისწინებინა გარკვეული ასაკობრივი ფაქტორი, რაც გულისხმობს იმას, რომ 13 წლის და 29 წლის კონკურსანტები ვერ შეფასდებოდნენ ერთი და იმავე სტანდარტით.
ეს იყო მეოთხე კონკურსი და ჩვენ მას გავაგრძელებთ მინიმუმ 2020 და 2021 წლებში. ვიყავი რა ჩართული ოთხივე კონკურსში, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ნაშრომების ხარისხი და რაოდენობა იზრდება.
და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც გასწიეთ თქვენი ნაშრომებისთვის.
მაიკლ ემერსონი
ასოცირებული უფროსი მკვლევარი, CEPS