ვებინარი COVID-19 აღმოსავლეთ ევროპაში: „საშიში მესამე ტალღის პირისპირ“

მაშინ, როდესაც ევროკავშირის უმეტესმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს მოსახლეობის ვაქცინაციის 70%-იან სამიზნე მაჩვენებელს, აღმოსავლეთ ევროპაში პანდემიის მესამე ტალღა სულ  უფრო და უფრო საშიში ხდება ბოლო კვირებში, როგორც ინფიცირების, ისე გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მიხედვით.  

 

სწორედ ამიტომ, 5ნოემბერს, “3 DCFTAs” პროექტის ფარგლებში, CEPS, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმთან თანამშრომლობით, ორგანიზებას უწევს ონლაინ ვებინარის ჩატარებას თემაზე - COVID-19 აღმოსავლეთ ევროპაში: „საშიში მესამე ტალღის პირისპირ“.

 

ვებინარზე განხილული იქნება რეგიონში ვაქცინის მარაგთან დაკავშირებული საკითხები; ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმის პრობლემა,  ლოგისტიკური და ორგანიზაციული კუთხით არსებული სირთულეებთან ერთად, რაც აფერხებს სწრაფ და სრულ ვაქცინაციას; სახიფათო მესამე ტალღასთან დაკავშირებული პრობლემები და მისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად საჭირო საპასუხო ზომები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.  ღონისძიება ღიაა კითხვა-პასუხის სესიაზე დამსწრეთა მონაწილეობისთვის.

სპიკერები:

  • დოქტორი სიდჰარტა დატასი, პროგრამის მენეჯერი, ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებები და იმუნიზაცია, ჯანდაცვის მხოფლიო ორგანიზაცია, ჟენევა (tbc)
  • ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკის კვლევისა და პოლიტიკური კონსულტაციის ინსტიტუტი, კიევი  
  • დენის ჩენუსა, Expert-Grup, ჩისინაუ
  • თამარა კოვზირიძე, რეფორმატიკსი, თბილისი
  • ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაცია, ერევანი
  • შაჰლა ისმაილი, ქალთა ასოციაცია რაციონალური განვითარებისთვის, ბაქო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი საბჭო
  • ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, მინსკი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი საბჭო

 

მოდერატორი:

  • მაიკლ ემერსონი, ასოცირებული უფროსი მკვლევარი,CEPS

 

თარიღი: 5 ნოემბერი, 2021

დრო: 14:00-15:30 CET

პლატფორმა: ZOOM

 

რეგისტრაცია

 

ღონისძიება ღიაა მონაწილეობის მსურველთათვის.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2021 წლის 4 ნოემბრამდე 

ონლაინ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ “3 DCFTAs” პროექტის და EaP CSF-ის Facebook გვერდებზე.

 

ვებინარისინსტრუქციები:

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (13:55 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისთვის კითხვების მიწოდება შესაძლებელი იქნება Q&A მიმოწერაში.

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან. 

ღონისძიებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.