2019 წლის მარტში ჩვენ დავიწყეთ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ყოველთვიურად, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების ძირითად ასპექტებზე. ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული მხარეები (მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.) იმართება სამივე ქვეყნის დედაქალაქებში. შეხვედრებისას გამოყენებულია სტანდარტული კითხვარი. ფოკუს-ჯგუფებს ორგანიზებას და მოდერაციას უწევენ ჩვენი პარტნიორები: IER - კიევში, Expert-Group კიშინეუში და Reformatics თბილისში.
ფოკუს-ჯგუფების ძირითადი მიზანი არის მოსაზრებების გაზიარება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეკომენდაციები სამივე ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის და ასევე, ევროპული ინსტიტუციებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ მონაწილეთა მოსაზრებები კონფიდენციალურია, ქვეყნდება ერთიანი ანგარიშები, სადაც მოცემულია დასკვნების სინთეზი.
მე-4 ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა ფინანსური ბაზრების თემაზე 2019 წლის ივნისში და განხილულ იქნა ოთხი ძირითადი კითხვა, რომელიც წინასწარ გადაეგზავნათ მონაწილეებს. კითხვებზე ზეპირი და წერილობითი პასუხების შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ.
ფოკუს-ჯგუფებს სამივე ქვეყანაში დაეწრო 14-21 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ ეროვნულ ბანკებს და სხვა მარეგულირებელ ორგანოებს, ბიზნესს და ბიზნეს-ასოციაციებს ფინანსური სექტორიდან, ასევე, კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებს.