ფოკუს ჯგუფი No 8 – ტრანსპორტი

მაიკლ ემერსონი, ვერონიკა მოვჩანი, Lali Gogoberidze, Vadim Gumene

შეჯამება.ტრანსპორტის პოლიტიკაზე ჩატარებულიფოკუს ჯგუფების შედეგები ყველაზე პოზიტიური იყო საქართველოს შემთხვევაში. საკანონმდებლო დაახლოების პროცესი კარგად არის ინტეგრირებული სექტორის რეფორმებთან, რასაც თან ახლავს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების განვითარებისთვის, რაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება.მოლდოვასადაუკრაინაში საკანონმდებლო დაახლოების პროცესი  მნიშვნელოვანი დაგვიანებებით მიმდინარეობს. ორივე ქვეყანაში გარკვეული სკეპტიციზმია ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან დაკავშირებით. 

 

კონკრეტულად კი,უკრაინაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია: 

  • საგზაო ტრანსპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიღება დაგვიანდა, შესაძლოა მიღებულ იქნას 2020 წელს. მოსალოდნელია, რომ შიდა სანაოსნო ტრანსპორტთან დაკავშირებული კანონმდებლობაც მალე იქნება მიღებული. 

  • რაცშეეხებაევროკავშირისროლს, უკრაინისსატვირთოკომპანიებისთვისმზარდიპრობლემაა საგზაოლიცენზიები, რაცაფერხებსევროკავშირთანვაჭრობას. ესექსტრემალურიპროტექციონიზმისგამოვლენააევროკავშირისწევრისახელმწიფოებისმხრიდანდაზიანსაყენებს DCFTA-ისძირითადიმიზნებისმიღწევას. ამ პრობლემის მოგვარებისთვის და ევროკავშირის მასშტაბით ტრანსპორტის ნებართვების მისაღებად საჭიროა სატრანსპორტო შეთანხმებების გაფორმება

  • სამოქალაქო ავიაციის ხელშეკრულების რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე არის პერსპექტივა, რომ რატიფიცირების პროცესი დაჩქარდება.

  • განსაკუთრებით პრობლემატურია რკინიგზის სექტორი. 


რაც შეეხება მოლდოვას,გარდა საგზაო და რკინიგზის სექტორებში საკანონმდებლო დაახლოების და რეფორმებში ჩამორჩენისა, მნიშვნელოვანი შეფერხებებია რუმინეთის და უკრაინის საზღვრების კვეთისას.