ონლაინ ვებინარს: ტრამპიდან ბაიდენამდე - აღმოსავლეთ ევროპის (და ევროკავშირის) გადმოსახედიდან

20 იანვარს, ჯო ბაიდენი დადებს ფიცს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან “America First” ოთხი წლის შემდგომ, მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააცოცხლებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან და იმუშავებს გლობალური წესრიგის აღდგენასა და გაუმჯობესებაზე. მაშინ, როდესაც დასავლური ლიბერალური დემოკრატიებისთვის ეს „ნორმალურ მდომარეობაში დაბრუნების“ დასაწყისია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავიანთი მოლოდინები აქვთ აშშ-ს შემდგომი პრეზიდენტისგან.

ამრიგად, 27იანვარს, “3 DCFTAs”-ის პროექტის ფარგლებში, CEPS, აღმოსავლეთპარტნიორობისსამოქალაქოსაზოგადოებისფორუმთანთანამშრომლობით ორგანიზებას უწევს ონლაინ ვებინარს - „ტრამპიდან ბაიდენამდე - აღმოსავლეთ ევროპის (და ევროკავშირის) გადმოსახედიდან.“

გაიმართება დებატები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენექსპერტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან და რუსეთიდან, თემაზე - ტრამპის პრეზიდენტობის მემკვიდრეობა მათი ქვეყნებისთვის და არსებული მოლოდინები ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციდან ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, დემოკრატიის მხარდაჭერა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკა, პანდემიასთან ბრძოლა და კლიმატის ცვლილება. ღონისძიება ღიაა აუდიტორიის მონაწილეობისთვის Q&A სესიაში.

 

სპიკერები:

●      ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკური კვლევის და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტი, უკრაინა

●      დენის ჩენუსა, Expert-Grup, მოლდოვა

●      გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

●      ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაცია, სომხეთი

●      შაჰლა ისმაილი, ქალთა რაციონალური განვითარების ასოციაცია, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, მმართველი კომიტეტი

●      ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, ბელარუსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

●      ანდრეი მაკარევიჩი, ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი

●      ჯორჯ სპენსერ ტერი, ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთი


მოდერატორი:

  • მაიკლ ემერსონი, ასოცირებული უფროსი მკვლევარი, CEPS

 

თარიღი 27 იანვარი, 2021

დრო: 11:30-13:00 CET

პლატფორმა: ZOOM

 

რეგისტრაცია

ღონისძიება საჯაროა და მასზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2021 წლის 26 იანვრამდე.

ღონისძიების დამსწრეთა რაოდენონობა შეზღუდულია, თუმცა მისი პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ “3 DCFTAs”-ის პროექტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის Facebook გვერდებზე.

 

ვებინარის ინსტრუქცია:

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (11:25 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისთვის შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ Q&A მიმოწერაში.

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძიებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან. 

ღონისძიებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.