ონლაინ ვებინარს. COVID-19 აღმოსავლეთ ევროპაში: ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები

16დეკემბერს, “3 DCFTAs-ის პროექტის ფარგლებში CEPS ორგანიზებას უწევს ონლაინვებინარსCOVID-19აღმოსავლეთ ევროპაში: ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები.” ღონისძიება ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმთან.

 

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა დასავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში  არსებულ ტენდენციებთან შედარებით, სადაც პანდემიის მეორე ტალღის დროს ინფიცირებულების რაოდენობამ  გადააჭარბა გაზაფხულზე პირველი ტალღის დროს ინფიცირებულების რაოდენობას, თუმცა პიკმა გადაიარა და ახალი შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, უკრაინასა და მოლდოვაში (ასევე რუსეთშიც), სადაც პანდემია სწრაფად ვრცელდება და სიტუაცია აშკარად უკონტროლოა. ვირუსის მეორე ტალღაა აზერბაიჯანში, ბელრუსსა და სომხეთშიც, რომელთაგან პიკმა მხოლოდ სომხეთში გადაიარა.  და ბოლოს, საქართველოში, სადაც პანდემიის პირველი ტალღის დაძლევა მოხდა, ახლა ინფექცია სწრაფი ტემპით ვრცელდება.

 

ვებინარზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ექსპერტებაღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომლებიც განიხილავენ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის დრამატულ განვითარებას ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით და ასევე, მონაწილეობა მიიღონ კითხვა-პასუხის ფორმატში საკითხების განხილვაში.

 

სპიკერები: 

●      ვერონიკა მოვჩანი, ეკონომიკური კვლევის და პოლიტიკის საკონსულტაციო ინსტიტუტი, უკრაინა

●      დენის ჩენუსა, Expert-Grup, მოლდოვა

●      თამარ კოვზირიძე, რეფორმატიკსი, საქართველო

●      ბენიამინ პოღოსიანი,სომხეთის პოლიტიკური მეცნიერებათა ასოციაცია, სომხეთი

●      შაჰლა ისმაილი, ქალთა რაციონალური განვითარების ასოციაცია, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, მმართველი კომიტეტი

●      ანდრეი იაჰორაუ,ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრი, ბელარუსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

●      ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტი

 

მოდერატორები:

●      მაიკლ ემერსონი,  ასოცირებული უფროსი მკვლევარი, CEPS

 

თარიღი 16 დეკემბერი, 2020

დრო: 11:30-13:00 CET

პლატფორმა: ZOOM

 

რეგისტრაცია

ღონისძიება საჯაროა და მასზე დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 15 დეკემბრამდე. 

ღონისძიების დამსწრეთა რაოდენონობა შეზღუდულია, თუმცა მისი პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ “3 DCFTAs” პროექტის Facebook გვერდზე და.

 

ვებინარისინსტრუქცია:

 

გთხოვთ, ონლაინ პლატფორმას დაუკავშირდეთ ღონისძიების დაწყებამდე 5 წუთით ადრე (11:25 CET), რათა შესაძლებელი იყოს ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება და პრობლემის მოგვარება, მისი არსებობის შემთხვევაში. პანელისტებისთვის შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ Q&A მიმოწერაში.

 

გაკეთდება ღონისძიების ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ღონისძიების ორგანიზატორების მიერ. ამ ღონისძიებაზე თქვენი დარეგისტრირებით  ჩვენ ეს უფლება გვენიჭება თქვენგან. 

 

ღონისძიებაზე დარეგისტრირებით თქვენ გამოხატავთ თანხმობას CEPS-ის მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის წესებსა და პირობებზე.