მაიკლ ემერსონი არის ბრიუსელში ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრის (CEPS) უფროსი მკვლევარი. საუნივერსიტეტო განათლება: ბელიოლის კოლეჯი, ოქსფორდი. ის გახლავთ ევროკომისიის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის დარგში და ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოსკოვში (1991-95). ევროკომისიაში ის მუშაობდა ერთიანი ბაზრის საკითხებზე იმ დროს , როცა ჟაკ დელორი ხელს უწყობდა მის განხორციელებას 1980-იანი წლების ბოლოს, გამოაქვეყნა რა „1992 წლის ეკონომიკა - ერთიანი ბაზრის შექმნის ეკონომიკური გავლენის შეფასება ევროკომისიის მიერ“, ოქსფორდი, 1988წ., და „ერთიანი ბაზარი, ერთიანი ფული“ , ოქსფორდი, 1992წ. CEPS-ში ის მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე, კერძოდ ხელმძღვანელობდა DCFTA-ს წინასწარ კვლევას, „ღრმა თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა ევროკავშირსა და უკრაინას შორის“, CEPS და ICPS (კიევი) 2006წ., რომელიც წარმოდგენილი იყო ერთობლივი ევროპულ-უკრაინული ჯგუფის მიერ (მათ შორის ვალერი პიატნიცკი); და „ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის შეფასება აღმოსავლეთ მეზობლებთან მიმართებაში - საქართველოს მაგალითი“, CEPS 2011.
პუბლიკაციები:
- ფოკუს ჯგუფი No 8 – ტრანსპორტი
- ფოკუს-ჯგუფი No 6 – გარემოს დაცვა
- ფოკუს-ჯგუფი No 5 – ენერგეტიკა
- საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინსვლა EU+3-კენ
- ფოკუს-ჯგუფი No. 4 – ფინანსური ბაზრები
- ფოკუს-ჯგუფი No. 3 – სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები (SPS)
- ფოკუს-ჯგუფი No. 2 – ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)
- ავანგარდი, ევროკავშირის ბირთვი და ფართო ევროპა
- საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გენდერის სფეროში არსებული ნაკლოვანებების შედარება. გენდერული მონაცემების წინასწარი რაოდენობრივი ანალიზი
- გაფართოებული ევროპისკენ
- ბრძოლა კარგი მმართველობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება: რა, რატომ და როგორ? მეორე გამოცემა
- ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მმართველობის შედარება
- ფორმირების პროცესში მყოფი გაფართოებული ევროპული ეკონომიკური სივრცის სტრატეგიული პოტენციალი
- ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში
- პან-ევრო ხმელთაშუა ზღვის კონვენცია წარმოშობის პრეფერენციული წესების შესახებ: საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე მისი გავრცელების შედარებითი ანალიზი
- რადიკალური ცვლილებები საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სავაჭრო სტრუქტურაში, რუსეთიდან ევროპისკენ
- ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება: რა, რატომ და როგორ?
- საქართველო და ევროპა - მოკლე სახელმძღვანელო
- ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების შესავალი
- რუსეთის სადამსჯელო ზომები სავაჭრო პოლიტიკაში უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ